შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ჩვენი ბრენდებია: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
ლოგისტიკის დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დაგეგმარების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ოფისის მისამართი: ქ.თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.#14; (მოსკოვის გამზირის ბოლოს)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00 – 19:00სთ
შესაძლებელია შეთანხმებისამებრ დისტანციურად მუშაობა.
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- ანალიტიკური ფაილების აწყობა და დამუშავება;
- ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
- ანალიზის საფუძველზე გადაზიდვების დაგეგმვა და კონტროლი;
- გაყიდვებისა და გადაზიდვების ინფორმაციის დამუშავება;
- შეკვეთების ფორმირება;
- დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებში ანალიტიკური კუთხით აქტიური ჩართულობა;
- პრეზენტაციების მომზადება;
- ERP პროგრამაში მუშაობა:
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/და ლოჯისტიკის/ოპერაციების მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- Advanced Excel - ექსელთან მუშაობის გამოცდილება, ფაილების ავტომატიზაციისთვის საჭირო უნარები და ტექნიკური დეტალების ცოდნა;
- მონაცემთა შეგროვება/დამუშავება, ანალიზის გაკეთების უნარი;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- ქართული და რუსული ან ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის საწარმოებლად და ზეპირი ურთიერთობისათვის საკმარის დონეზე ცოდნა;
- უმაღლესი განათლება, ტექნიკური, ფინანსების (ეკონომიკა, ანალიტიკა, მათემატიკა) მიმართულებით;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას
როგორ დაგვიკავშირდეთ:
- თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს დაგვიკავშირდით მეილით: tbs.work@ids-borjomi.com (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “დაგეგმარების სპეციალისტი”.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება ექსელში
- შეხვედრა ეიჩართან და ამყვან ხელმძღვანელთან
- შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: