„პალიტრა ჰოლდინგი“-ს ერთ-ერთ შვილობილ ორგანიზაციაში „სამართლის ჯგუფი“ ვეძებთ სტაჟიორის იურიდიული მიმართულებით, რომელსაც ექნება შესაძლებლობა მიიღოს სამუშაო გამოცდილება დებიტორებთან ურთიერთობის მიმართულებით.
სტაჟირების პერიოდი - 6 თვე. პირველი 3 თვე იქნება არაანაზღაურებადი, მომდევნო პერიოდი კი ანაზღაურებადი. სტაჟირების 6 თვიანი პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს პალიტრა ჰოლდინგის იურიდიულ დეპარტამენტში.
სასურველია მე-3 ან მე-4 კურსის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. რა თქმა უნდა, გრაფიკი იქნება მორგებადი კანდიდატზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს რეზიუმეების გამოგზავნა შეუძლიათ მეილზე vacancy@palitra.ge, subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სტაჟიორი იურიდიული მიმართულებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.