მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ანალიტიკის და ოპერაციების მართვის მიმართულებით ლოგისტიკის დეპარტამენტში.
თუ:
- იცნობ ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის პრინციპებს;
- ხარ მოტივირებული, ენერგიული, მიზანდასახული, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი;
- ფლობ ანალიტიკურ უნარებს;
- შეგიძლია დეტალებზე ორიენტაცია
და გაინტერესებს:
- საცალო გაყიდვების სფეროს და ლოგისტიკის საქმიანობა;
- ოპერაციების და პროცესების მიმართულებით პროექტებში ჩართვა;
- მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა;
- მარაგების მართვა და ანალიზი;
- ოპერაციების მართვის მიმართულებით გამოცდილების მიღება და გაღრმავება
მაშინ ჩვენი სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა! და რაც მნიშვნელოვანია - სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებ საქმიანობა გააგრძელო ჩვენთან ლოგისტიკის დეპარტამენტში
დამატებითი ინფორმაცია:
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება: 500 ლარი
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სტაჟიორი - ლოგისტიკის დეპარტამენტში
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი, 2022 წელი
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!