Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო დავალიანებების მართვის უმცროსი ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

 

ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე თანამშრომელს რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად შეასრულოს ფუნქციები:

·      ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;

·      მომხმარებლებთა კონსულტაცია და მოლაპარაკების წარმოება გადახდის მეთოდებზე და ვარიანტებზე;

·      ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა შესაბამისი გადახდის გეგმებზე მოლაპარაკების გზით (სატელეფონო კომუნიკაცია დავამატოთ ოპერატორთან);

·      პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა

·      გუნდის ეფექტურობის გაუმჯობესების გზებზე ზრუნვა და გაზიარება

 

თანამშრომლობისთვის საჭიროა:

·      განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;

·      სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

   

თუ გაქვს შესაბამისი უნარები, გელით:

·      კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

·      ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;

·      შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა;

·      ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება;

·      ემოციური წონასწორობა, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 26/09/2022.