კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
07/10/2022 - 23/10/2022
Martex არის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაციის (SMEDA) მხარდაჭერით.
SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში (https://www.sme.org.ge/)
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- კომპანიის საიტზე პროდუქტების შესახებ ტექსტის განთავსება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- სარეკლამო მასალისთვის (ვიდეო რგოლი, ნაბეჭდი მასალა, ვებ-საიტი, სოციალური მედია) ტექსტების მოფიქრება;
- სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის უზრუნველყოფა სხვადასხვა სახის ბლოგებით, სურათებით, ვიდეოებითა და სხვა საჭირო კონტენტით (მათი შექმნა და კორექტირება);
- ინტერნეტ მარკეტინგული ღონისძიებების კონტროლი/კოორდინაცია;
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და შესრულებაში ჩართულობა;
- მომხმარებლის ინფორმირება მაქსიმალურად მარტივ, გასაგებ ენაზე;
- სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური ქსელებისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა, მათთან მუშაობის გამოცდილება;
- ქოფირაითინგის პრინციპების და ტექნიკების ცოდნა;
- გამოცდილება წერის/თარგმნის/კონტენტის შექმნაში;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითი ხედვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სხარტად აზროვნების უნარი.
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: career@loialte.com.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ.