ჩვენს კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
https://www.linkedin.com/company/tnetgeorgia/
TKT.ge-ს გუნდში გვაქვს ქოლ-ცენტრის ვაკანსია, სრულ განაკვეთზე.
- შემომავალ ზარებზე პასუხი
- გამავალი ზარების განხორციელება
- სოც. მედიის ჩატზე პასუხი
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
განვითარება: თიმ ლიდერის პოზიციაზე დაწინაურება ან შიდა კონკურსით სხვა პოზიციაზე გადასვლა.
ანაზღაურება: 650 ფიქსირებული და დამატებით ბონუსი პირველი 3 თვე, შემდეგ მოხდება მატება ინდივიდუალური შედეგების გათვალისწინებით.
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ., 11:00-19:00
Vendoo-ს გუნდში, სრულ განაკვეთზე, ვეძებთ მარაგების მართვის მენეჯერს
ვებ-გვერდზე ახალი პროდუქტების პროგრამულად ატვირთვა;
ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის შემოწმება, განახლება;
ვებ-გვერდზე არსებული პროდუქციის ფასებისა და მარაგების სისწორის უზრუნველყოფა;
მოთხოვნის შესაბამისად ვებ-გვერდზე პროდუქტის განთავსება/გათიშვა;
პროდუქტების ფასების სისწორის მონიტორინგი შესაბამისი აქციის გათვალისწინებით.
ამ პოზიციაზე ძირითადი მოთხოვნა Excel-ის ძალიან კარგად ცოდნაა, სხვა დანარჩენ ფუნქციებს სამუშაო პროცესში შევასწავლით.
ანაზღაურება 800 ლარი (Net)
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ., 10:00-19:00
Swoop.ge-ის გუნდში, სრულ განაკვეთზე, ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს და გაყიდვების მენეჯერს
- ახალი კომპანიების მოძიება
- მოლაპარაკებების წარმოება
- მათ კმაყოფილებასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა
სპეციალისტის შემთხვევაში სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მენეჯერის შემთხვევაში აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
განვითარება - თიმ ლიდერის პოზიციაზე დაწინაურება ან შიდა კონკურსით სხვა პოზიციაზე გადასვლა.
ანაზღაურება სპეციალისტის შემთხვევაში: 600 ლარი (Net) + ბონუსი
ანაზღაურება მენეჯერის შემთხვევაში: 800-1000 ლარი (Net) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ., 10:00-19:00
რეზიუმეებს მივიღებთ m.khuroshvili@tbcnet.ge -ზე.