ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური,ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები.
შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 500 ლარი
ხანგრძლივობა: 3 თვე
შესყიდვების სამსახურის სტაჟიორის სამუშაო აღწერილობა:
- მოხსენებითი ბარათით განსაზღვრული მოთხოვნის იდენტიფიცირების/განხილვის უზრუნველყოფა, მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, შესყიდვის საშუალების შერჩევასა და შესყიდვის განსახორციელებლად სამუშაო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის შესწავლა/კვლევაში მონაწილეობის მიღება;
- სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაში, ტენდერის გამოცხადებასა და სატენდერო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობის მიღება ხელშეკრულების გასაფორმებლად;
- ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, გამარტივებული გზით ხელშეკრულების გასაფორმებლად, შესყიდვის ობიექტიდან გამომდინარე, საჭირო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობა;
- პირდაპირი გზით ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
- შესყიდვების სამსახურში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით;
- სასურველია უცხო ენ(ებ)ის ცოდნა;
- სავალდებულოა MS Office: Word; Excel; Power Point; Outlook - ის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- შედეგებზე ფოკუსირება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2022 წლის 11 სექტემბრისა და Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის კოდი - 010.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.