“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის/ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში.
თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია:
• ჩვენთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არ არის უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება.
• ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.
• ჩვენი კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი მოიცავს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + თვიური ბონუსი + კვარტალური ბონუსი + ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება.
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
• პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია
• მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
• კომპანიის სტენდის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა
• ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა
• კონკურენტ ბრენდებთან ფასების შედარება
• კატალოგების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერისთვის წარდგენა
• კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება
• სასურველია გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება
• რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად)
პიროვნული თვისებები:
• შრომისმოყვარე
• შედეგებზე ორიენტირებული
• ღია გამოწვევების მიმართ
• ექსტრავეტი (კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი)
დამატებითი ინფორმაცია:
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: project17@hr.ge
გისურვებთ წარმატრბას!