სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა;
- ვადაგადაცილებული ვალდებულების მქონე მომხმარებლებთან სატელეფონო მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
- პრობლემის დროული იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის გზების დასახვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• განათლება: უმაღლესი - სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;
• სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პრინციპულობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- სტრესულ, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება;
ენერგიულობა, ემოციური წონასწორობა, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. დაინტერესების დაფიქსირების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 2022