სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო აქტივების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
საჭიროების შემთხვევაში, მსესხებლებთან საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილებზე ვიზიტი;
გამარტივებული სამართალწარმოების გზით საქმის წარმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და პრობლემური სესხების მართვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი (სასურველია იურიდიული, ეკონომიკური)
სამუშაო გამოცდილება: სასურველია საბანკო ან იურიდიული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
ქართული ენა;
კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Word, Excel);
პრობლემურ მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 17/07/2022