კომპანია „ავერსი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ჯუნიორ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე არამედიკამენტების დეპარტამენტში.
თუ თვლი, რომ მარკეტინგი შენი სფეროა და გინდა მონაწილეობა მიიღო თავის მოვლის საერთაშორისო წამყვანი ბრენდებისთვის მარკეტინგული აქტივობების შემუშავებაში;
თუ გსურს შეუერთდე მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდე, მაშინ ჩვენ შენ გელოდებით.
რა იქნება შენი საქმე?
- ინფლუენსერ მარკეტინგი
- სარეკლამო გადაღებების ორგანიზება
- ღონისძიებების დაგეგმვა
- სოციალურ მედიაში აქტივობების განხორციელება
- მარკეტინგული მასალების გამზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად, მაგ: ვობლერები, სტენდები, ბანერები...
- მარკეტინგული რეპორტების წარმოება
- წამყვან კომპანიებთან ერთად კამპანიებისა და პროექტების წარმოება
- სხვა ყოველდღიური აქტივობები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: Elene.Aladashvili@aversi.ge და სათაურის ველში(subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 11 ივლისი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!