კარიერის დღეების ფარგლებში თსუ ICF საქართველოს ქოუჩებს მასპინძლობს.
როგორც ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყანა საქართველოც უერთდება ქოუჩინგის კვირეულს, რომლის მთავარი თემაა "აღმოაჩინე შინაგანი ძალა". კვირეულის ფარგლებში, 10 მაისს, 14:00 საათიდან, თსუ-ის პირველ კორპუსში, ICF საქართველოს ქუოჩები გამართავენ მასტერკლასებს, შემდეგ თემებზე:
14: 00 - „როგორ დავისახოთ მიზანი სწორად?“ - მარიამ ჩოჩია
15:00 – „იპოვე შენი იკიგაი“ - სოფიო ნანიტაშვილი და გვანცა ბარაბაძე
16:00 - „ვიცხოვროთ ისე, რომ ვიცხოვროთ...“ - ლალი ბადრიძე
სესიებზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ ბმული: https://forms.gle/S2DHL6FuAeBU4bQD6