Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრები პირველსემესტრელთათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ უნივერსიტეტელობას და 18-19 სექტემბერს გიწვევთ საორიენტაციო დღეებზე.

საორიენტაციო დღეების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: 

  • სტუდენტთა უფლება-მოვალეობები
  • სასწავლო პროცესის მხარდამჭერი სერვისები და სტიპენდიები
  • ხარისხის განვითარების მექანიზმები და სტუდენტების ჩართულობა
  • საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები
  • კარიერის მხარდამჭერი სერვისები 
  • სტუდენტური სერვისები (საერთო საცხოვრებელი, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდაჭერა)
  • სტუდენტური ცხოვრება (თვითმმართველობა და კლუბები)
  • საუნივერსიტეტო კულტურული და სპორტული აქტივობები 

შეხვედრები გაიმართება თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზში 11:00-დან 17:00 საათამდე, ფაკულტეტების მიხედვით. 

ამასთან,19 სექტემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე დაგეგმილია შემეცნებითი ტურები თსუ-ის  I კორპუსში, რომელშიც სტუდენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, მოინახულებენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მუზეუმების ნაწილსა და ბიბლიოთეკას. ტურის ერთერთ ნაკადს გაუძღვება თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. 

შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია
დამატებითი კითხვების ან ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მოგვწერეთ

 

თარიღი: 08/09/2025