Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია - "ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის”

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 2024 წლის 26 და 27 სექტემბერს მართავს ადრეული განათლებისა და ზრუნვის მესამე საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემაა “ინკლუზიური სისტემები, სერვისები და პრაქტიკები თითოეული ბავშვისთვის”.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს: (1) აკადემიურ დისკუსიასა და ცოდნის გაზიარებას ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე; (2) სფეროში მომუშავე და მომავალი პროფესიონალების პროფესიულ განვითარებას და (3) ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლებას ადრეული ინკლუზიური განათლებისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია თავს მოუყრის აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტიდან, მთავრობიდან და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადრეული განათლებისა და აღზრდის სფეროს სპეციალისტებს და ასევე პრაქტიკოსებს სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური.

კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმში. 
 

თეზისებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc0zo6XXu_vOyWZendm9GSxoYDThZIuA9kjAWVJv6lAjq_sfg/viewform

თარიღი: 06/06/2024