გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერითა „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC მიერ ხორციელდება პროექტი „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიზნეს კომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება
პროექტი მოიცავს ბიზნეს კომპანიებისთვის სტაჟიორების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით:
•ტურიზმის სექტორი: (სათავგადასავლო / მთის, კულტურული, გასტრონომიული -ღვინო და კულინარია, განთავსება);
• კრეატიული ინდუსტრიის სექტორი: (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის - მათ შორის სოციალური ქსელების მართვა);
• მსუბუქი მრეწველობის სექტორი: (ავეჯის წარმოება, შეფუთვის სამუშაოები);
• ინტელექტიალური მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები);
• სექტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა, ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა).
პროექტი განხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში:
• თბილისი;
• იმერეთი;
• აჭარა;
• სამეგრელო;
• შიდა ქართლი.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის 3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღუარება მოიცავს 430 ლარს თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით).
სტაჟიორების ანაზღაურების თანადაფინანსება:
300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით) გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 900 ლარით დაფინანსებას. აღნიშნული თანხის ანაზღაურებას სტაჟიორისთვის უზრუნველყოფს „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ - ICDC
130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომლიც დაფინანსდება სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის - 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 390 ლარით თანადაფინანსებას.
„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა გაიროს რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სარეგისტრაციო ფორმა (რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე; მონაწილეთა შერჩევა 15 ნოემბრამდე)
პროექტის შესახებ ინფორმაცია და სიახლეები განთავსდება „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC ვებ გვერდზე: https://icdc.ge/
პროექტის აღწერა, ასევე მონაწილეობის ეტაპებთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები, გთხოვთ მოგვწეროთ
https://www.facebook.com/thehome87
https://www.facebook.com/ICDC.ge
თარიღი:
09/10/2020