Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მერმისი II

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია II სტუდენტური რეგიონთაშორისი რესპუბლიკური კონფერენციის მასალებიდან შერჩეული შრომები. შერჩევის პრინციპი დაფუძნებული იყო ნაშრომებში კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმის, თავისთავადობის, მეცნიერული და მორალური პოზიციის ხარისხზე.
სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალების მრავალფეროვნების, მრავალი მიმართულების საკითხებზე მუშაობდა სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო სექცია, რაც აისახა კიდეც სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში. სტუდენტთა ამგვარი სამეცნიერო ფორუმები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დღევანდელ აკადემიურ სექტორში არსებული სამეცნიერო თუ ინფორმაციული გამოწვევების საფუძველზე. საქართველოს მომავალი ინტელექტუალური თაობისთვის სიტყვის მიცემა რეალური, აქტუალური და პერსპექტიულია, ამასთან, იქმნება თანამშრომლობის, გაცნობისა და გაზიარების კლასიკური გარემო. შეუძლებელია განსაკუთრებით არ აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც: კანონზომიერი და ლოგიკურია, რომ ეს სამეცნიერო შეკრებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება, რომელიც ყოველთვის იყო და დარჩება ჩვენი სტუდენტობის — მომავალი სამეცნიერო პოტენციალის უპირველესი თანამდგომი და ინტერესების დამცველი.

isbn : 878-9941-13-239-1
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები