Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მერმისი XII

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია გასულ 2023 წელს სტუდენტთა XII საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა შორის შერჩეული მასალები.

მოხსენებათა შერჩევის პრინციპი და ფორმატი კვლავ უცვლელია: შემოსული განაცხადებიდან კონფერენციაზე წარსადგენად შეირჩა 21 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მომზადებული 95 მოხსენება. კონფერენციაზე შემოსული და შერჩეული მასალების მრავალფეროვანი და მრავალმიმართულებრივი პრობლემატიკის კვალობაზე, ჩამოყალიბდა 12 სხვადასხვა თემატიკის სამუშაო სექცია. კონფერენციის მუშაობის დროს თითოეულ სექციაზე წარმოდგენილი მოხსენებების შეფასების შედეგად, სექციის ხელმძღვანელების მიერ გამოქვეყნებისათვის რეკომენდაცია გაეწია ნაშრომთა ნაწილს.

შემდგომ ეტაპზე სარედაქციო კოლეგიამ იმუშავა წარმოდგენილ და რეკომენდებულ მასალებზე, ნაშრომებში წარმოჩენილი კვლევისა და ანალიზის კომპონენტების, ინდივიდუალიზმის, აკადემიური უნარების, მეცნიერული, მორალური პოზიციისა და ხარისხის გათვალისწინებით წარმოდგენილ მასალათა შორის შერჩეულ იქნა მოხსენებები, რომლებიც მომზადდა „მერმისის“ ახალი კრებულისათვის.

ამ შერჩევისა და შესრულებული სამუშაოს შედეგები აისახა „მერმისის“ წინამდებარე კრებულში, რომელშიც წარმოდგენილია 30 მოხსენება სხვადასხვა სპეციალობებიდან.

ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი და ჩვენი პროექტი – „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ წინამდებარე კრებულით კვლავ ერთგული რჩება იმ მთავარი სამუშაო იდეისა და პრინციპებისა, რასაც აკადემიურობა, ინტეგრირება და სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან თანაშრომლობა ჰქვია.

ამ პრინციპთა და ტრადიციათა კვალობაზე „მერმისის“ წინამდებარე კრებულიც კვლავ და კვლავ ამ ღირებულებათა წარმომჩენია.
 

isbn :
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები