კახელი მამაკაცი.
ტყავის საქაღალდე. ორგანყოფილებიანი. ყავისფერი, ოქროსფერი ორნამენტებით. თ. დავითაიას ნაქონი.
საველე ჩანთა ტყავის, სამგანყოფილებიანი. მხარზე გადასაკიდი. ალექსანდრე ჯავახიშვილის ნაქონი.
ავტოკალამი, დამაგრებული მარმარილოს სადგამზე. თეოფანე დავითაიას ნაქონი.
მასალა: მარმარილო, პლასტმასი.
მელნის საშრობი მოწყობილობა, მარმარილოს ზედაპირითა და ლითონის სახელურით. გ. გეხტმანის ნაქონი.
მასალა: მარმარილო, ხე.
კალმების საწმენდი ჯაგრისი, რომელშიც მოთავსებულიალითონის ჭიქაში და დამაგრებულია მარმარილოს სადგამზე. გ. გეხტამნის ნაქონი.
მასალა: მარმარილო, ლითონი.
ფანქრებისა და კალმისტრების ჩასადები ლითონის ჭიქა. დამაგრებული მარმარილოს სადგამზე. გ. გეხტმანის ნაქონი.
მასალა: მარმარილო, ლითონი.
საწერი მაგიდის ნაკრები მოწყობილობა. გ. გეხტმანის ნაქონი.
მასალა: მარმარილო. მინა. ლითონი.
ირმის ფიგურა, ჩამოსხმული. სიმაღლე -2,5 სმ. სიგანე - 3,7 სმ.
ლენინგორი, არქეოლოგიის კაბინეტს გადმოსცა ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა შალვა მიხეილის ძე ბაშარელმა.
დაზიანებული.
ბრინჯაო.
უმბონი კონუსური მოყვანილობის. სიმაღლე -2,6 სმ. დმ. 5,9 სმ. სამაგრი ღეროს დმ. 3,6 სმ.
კაჭრეთის რაიონი, სოფელი კაკბეთი. არქეოლოგიის კაბინეტს გადმოსცა გიორგი ზაქარიას ძე ქიზიყურაშვილმა.
მდგომარეობა: ნორმალური.
ბრინჯაო.
მახათი, მრგვალგანიკვეთიანი ღეროსი. სიმაღლე 7,1 სმ. სიგანე თავთან - 0,2 სმ. წვერთან - 0,1 სმ.
აღმოჩენის ადგილი უცნობია.
მდგომარეობა: ნორმალური.
ბრინჯაო.
სატევარი ყუნწიანი. სატევრის სიგრძე -15,5 სმ. ყუნწის სიგანე -1,1 სმ. სიგანე წვერთან -0,2 სმ.
აღმოჩენის ადგილი უცნობია.
დაზიანებული.
ბრინჯაო.
სატევარი, ბრტყელი. განიერი ყუნწით. შემორჩენილი სიმაღლე -13,5 სმ. ხვრელის დმ. წვერთან 0,4 სმ. მხარზე დატანილი ხვრელის დმ. 0,2 სმ.
დმანისის რაიონი, სოფელი განთიადი.
დაზიანებული.
ბრინჯაო.
სატევარი , მაღალი თავმომრგვალებული ყუნწით. სიგრძე - 22,2 სმ. ყუნწის სიმაღლე -4,9 სმ. სიგანე -1,3 სმ. სიგანე მხართან - 4სმ. პირის სიგანე შუა ადგილას -2,5 სმ. პირის სიგანე წვერთან - 0,2 სმ.
აღმოჩენის ადგილი უცნობია.
მდგომარეობა: ნორმალური.
ბრინჯაო.
ბრინჯაოს სატევარი, ყუნწმოტეხილი. შემორჩენილი სიმაღლე 19,6 სმ.სიგანე მხრებთან -2,9 სმ. პირის შუა ადგილას - 3სმ. წვერთან - 0,3 სმ. სამანჭვლე ღეროს სიგრძე -2,2 სმ. ღეროს დმ-0,2 სმ.
ბოლნისის რაიონი რატევანი.
მდგომარეობა: ნორმალური.