23 მაისს აფხაზეთის დღე აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, 23 მაისს, 15:00 საათზე მართავს პროფესორ დავით ჩიტაიას საჯარო ლექცია-დისკუსიას აფხაზეთის საკითხების შესახებ 1918-1921 წლებსა და თანამედროვეობაში.
მომხსენებელი საჯარო ლექციის დროს ასევე ისაუბრებს საკუთარ წიგნზე: "აფხაზეთი საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1921".
საჯარო ლექცია ჩატარდება Zoom-ის საშუალებით, ხოლო შესაბამისი მონაცემები მოგვიანებით აიტვირთება.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს:
პატივისცემით,
თსუ ბიბლიოთეკა