27 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა მართავს ლექცია-დისკუსიას - „საქართველო და ახლო აღმოსავლეთი 1918-1921 წწ-ში.“
ლექციის ფარგლებში მიმოვიხილავთ თურქეთისა და ირანის პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელობას I მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში.
მომხსენებლები :
სანდრო ბაკურაძე- აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თურქეთის პოლიტიკისა და უახლესი ისტორიის მიმომხილველი. სანდრო ბაკურაძე 2010-2014 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თურქოლოგიას, ხოლო 2015-2018 წლებში სწავლობდა ანკარის ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტის თურქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.
ნიკო ქელბაქიანი - აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. ნიკო ქელბაქიანი 2012-2016 წლებში სწავლობდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ირანისტიკის მიმართულებით, ხოლო 2016-2017 წლებში ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და აფრიკანისტიკის სკოლაში ირანის კვლევების მიმართულებით.
მოდერატორი:
გიორგი ჯავახიშვილი - ისტორიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის საშუალებით.
Join Zoom Meeting
https://us04web.zoom.us/j/8764717617?pwd=MzNUWm13NlZjTXg0WXAwM0RRQ1hIZz09
Meeting ID: 876 471 7617
Passcode: 1920