ვიქტორინა - ,,საუნივერსიტეტო გამოცემები’’
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქია.
თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდა და ზუსტად 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, აღნიშნული მოვლენის ფარგლებში მართავს შემეცნებით ვიქტორინას - ,,საუნივერსიტეტო გამოცემები’’
ვიქტორინა დაიწყება 1 ნოემბერს დილის 11:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 23:59 წუთზე.
ვიქტორინის ლინკი დაიდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის FACEBOOK გვერდზე: https://www.facebook.com/TSUlib
თითოეული სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით.
გამარჯვებულად ჩაითვლება 3 სტუდენტი, ვინც საკონკურსო პერიოდში ყველაზე მეტ სწორ პასუხს დააგროვებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 ნოემბერს.
გისურვებთ წარმატებებს!