Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არჩილ ბეგიაშვილი
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1928

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბეგიაშვილი არჩილ დაიბადა 1928 წლის 20 იანვარს, თბილისში. გარდაიცვალა 1996 წელს.

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1952–1958წწ. იყო მოსკოვის ნ. კრუპსკაიას სახელობის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი.

1958–1968 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1968–1974წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე.

1974 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტების კათედრის გამგე.

არჩილ ბეგიაშვილის  მოღვაწეობის ძირითადი სფეროები: ონტოლოგია, გნოსეოლოგია, ხელოვნების თეორია, თანამედროვე დასავლური ფილოსოფია და ფილოსოფიური პროზა.

1965 წლიდან ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი , 1971 წლიდან პროფესორი.

არჩილ ბეგიაშვილი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სტატიების ავტორი :

1. პოეზია,ფილოსოფია, მეთოდოლოგია (ავტორი) ,თბ.,1990 წ. – 93 გვერდი. 

2. ფილოსოფიური მოთხრობები (ავტორი), თბ., საქ,თეატრის მოღვაწეთა კავშირის სტამბა, 1990 წ.-184 გვერდი. 

3. თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის კრიზისი (ავტ.). თბი., 1971 წ. -131 გვერდი

4. თანამედროვე პოზიტივიზმი(ავტ.) თბ. 1961 წ. -57 გვ.

5. საშუალოობა  

თარიღი: 27/11/2024
კატეგორია: ფილოსოფოსი