შალვა ვანიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1931
შალვა ვანიშვილი 1931 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო სამართლის სპეციალობით. 1954 წლიდან მუშაობდა ადმინისტრაციულ ორგანოებში, პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის საგანია სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია; შალვა ვანიშვილს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის მონოგრაფია - "ამიერკავკასია რუსეთის მმართველობის სისტემაში (1864-1917)"; საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩატარებული უამრავი ლექცია-სემინარი, ასევე ატარებდა გაკვეთილებს მშობლიური სოფლის სკოლაში. იგი ავტორია 1200-მდე პუბლიკაციის.