მირიან ხოსიტაშვილი
ეთნოლოგი
დაბადების თარიღი 1985
2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2009 წელს გახდა თსუ ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრი, ეთნოლოგის სპეციალობით. 2018 წელს გახდა ეთნოლოოგიის დოქტორი, მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო :“ თბილისისა და მისი საგარეუბნო ზონის ეთნოდემოგრაფიული, სოციალური და სამეურნეო პრობლემები, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე“. 2008 – 2009 წელს იყო გაზეთ „ძველი დიღმის“ რედაქტორი, 2012 წლიდან არის საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე. მირიან ხოსიტაშვილი ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობას.