ელენე ბოჭორიშვილი
მწერალი
დაბადების თარიღი 1966
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1992 წლიდან ელენე ბოჭორიშვილი კანადაში ცხოვრობს. 1997 წელს დაიწერა მისი პირველი რომანი„ჟუჟუნა წვიმა“. მან დაამკვიდრა რომანის ახალი ჟანრი - Roman stenographiuque (სტენოგრაფიული რომანი), რომელიც დახვეწილი, მოკლე ფრაზებით და იუმორით უნდა შეიქმნას. ამ სტილითაა შექმნილი მისი ყველა ნაწარმოები („მამაჩემის თავი“, „ჯადოსნური მალამო“, „ჩემი ტკბილი ბებრუცუნები“, „ოპერა“, „ჟუჟუნა წვიმა“ , „მშვენიერი ცხოვრება“, „მხოლოდ ლოდინი და ყურება“, „ფაინა, ანუ როიალის ამბავი“, „სოვკი“). მის რომანებს იცნობენ შესანიშნავი ფრანგული თარგმანის წყალობით. არსებობს ელენეს რამდენიმე ნაწარმოების იტალიური, რუმინული, პორტუგალიური, ჩეხური და ქართული თარგმანები.