რამაზ ჭილაია
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1950
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1978 წელს ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო "ლიტერატურული გმირის პრობლემა (ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის შემოქმედების მიხედვით)", დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ავტორი და სინამდვილის მხატვრული ათვისების პრობლემები", დაიცვა 2005 წელს. 1977-1997წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, უფროსი მასწავლებელი; 1997-2005წწ. ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი; 2005 წლიდან - ასოცირებული პროფესორი. 2020 წელს მიიღო პრემია „საბა“ საუკეთესო კრიტიკის ნომინაციაში.