ნანა ტონია
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1948
1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972-1982 წლებში იყო თსუ „ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის“ მთავარი რედაქტორი; 1981 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ საფოს პოეტური სამყარო“, 1994 წელს კი სადოქტორო დისერტაცია - „საფოს ფენომენი და ანტიკური ხანის ქალთა პოეზია“. 1982-1994 წლებში - თსუ „ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2017 წლიდან არის თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი; 2018 წლიდან - დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის პროფესორი; ნანა ტონია ეწევა აქტიურ მთარგმნელობით და სამეცნიერო მოღვაწეობას, არის ავტორი 60 მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 33 წიგნია.