ქეთევან ალავერდაშვილი
ეთნოლოგი
დაბადების თარიღი 1954
1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1976 წლიდან არის თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კარდინალური სიმბოლოები ქართველთა რიტუალურ პრაქტიკასა და რწმენა-წარმოდგენებში (ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)“. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია, ასევე აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და გრანტებში.