გიორგი ნადირაძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1902
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 937 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მონოგრაფია ნიკო სულხანიშვილზე, სადაც გაშუქებულია კომპოზიტორის შემოქმედების ხალხურ-ეროვნული საწყისები; მომდევნო წელს დაიბეჭდა მეტად საგულისხმო მონოგრაფია ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ - "პოეტი და ადამიანი", მაგრამ მეცნიერის ინტერესები ამით არ ამოწურულა; ზედიზედ გამოქვეყნდა მისი ნაშრომები: "ბარათაშვილი და ლაიზევიცი", "ბუნების გრძნობა ბარათაშვილის პოეზიაში", "ბარათაშვილის ყვავილები", მონოგრაფია - "ნ. ბარათაშვილის ცხოვრება და ესთეტიკური სამყარო"; მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსთაველის შემოქმედების კვლევის საქმეში; განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნაშრომი - "რუსთაველის ესთეტიკა"; აღსანიშნავია, აგრეთვე მისი მთარგმნელობითი მოღვაწეობაც; მან ქართველ საზოგადოებას გააცნო გოეთეს, შილერის, ლესინგის, ლაიზევიცის ქმნილებანი