გაბრიელ ჯაბუშანური
პოეტი
დაბადების თარიღი 1914
1934 წელს საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ ცამეტი წლის ყმაწვილს უქვეყნებდნენ ლექსებს საბავშვო ჟურნალ-გაზეთები. კრებდა და იწერდა ხალხური შემოქმედების შედევრებს.
ოჯახური მიზეზების გამო მეოთხე კურს დაანება თავი და ბრუნდება სოფელში. ჯერ პედაგოგობდა, შემდეგ განაგებდა სოფლის სამკითხველოს, ერთხანს კოლმეურნეობის თავჯდომარედაც მუშაობდა.
1935 წელს ჟურნალ ჩვენს თაობაში გამოქვეყნდა მისი ლექსი „ცხენი“ და უმალ მიიქცია ფართო მკითხველთა ყურადღება. 1940 წელს გამოვიდა პოეტის პირველი კრებული — „არაგვიანი“. ამას მოჰყვა კრებულები: „ლექსები“, „ნათელი მთაში“, „ლირიკა“, „მზეთა ქვეყანა“, „მაღალი მთვარე“, „ჩრდილი და მთვარე“, „მოკრძალება“, „რჩეული“ და სხვა.