ედიშერ ჭელიძე
თეოლოგი
დაბადების თარიღი 1959
ედიშერ ჭელიძე დაიბადა 1959 წელს. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა 1980 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებაში. 1984 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრიგოლ ნოსელის კოსმოგონიური თხზულების „პეტრეს მიმართ ძმისა თვისისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის“ ძველი ქართული თარგმანი“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში კითხულობს პატროლოგიის კურსს. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია“. 1998 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეა. 1995-1996 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „გზა სამეუფო“, 2000-2001 კი წლებში გაზეთი „საეკლესიო სიწმინდენი“, ხოლო 2011-2012 წლებში ჟურნალი „გული გონიერი“ (I-IV ნომერი).