არჩილ სულაკაური
მწერალი
დაბადების თარიღი 1927
1951 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1973 წლიდან იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან — ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. პოეტის პირველი ლექსები 1949 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. 1971 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.