თამრი ფხაკაძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1957
1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1980-2006 წელს მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში, დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. 1997-2003 წლებში საბავშვო ჟურნალ „კოკროჭინას“ რედკოლეგიის წევრი; 2005-2006 წლებში საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისათვის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გახმოვანება „ინტერნიუსში“ ტექსტების რედაქტორი; 2006-2007 წლებში გამომცემლობა „პალიტრა-L“-ის რედაქტორი; 2011 წლიდან „საგამომცემლო სახლი ტრიასის“ მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრის ჟურნალ „მოზArt“-ის სარედაქციო ჯგუფის წევრი.
2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.