ლევან გიგინეიშვილი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1972
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წელს კი ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით; შემდეგ – ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; 2000 წელს კი – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2003 წლიდან ასწავლის ფილოსოფიასა და ქართულ ლიტერატურას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. 2018 წლიდან წლიდან არის თსუ-ს სრული პროფესორი