გვანცა ჯობავა
გამომცემელი
დაბადების თარიღი 1986
2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობით საგამომცემლო-სარედაქციო საქმე. 2009 წელს კი, ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება. 2007-2008 წლებში იყო „ელფის გამომცემლობის“ საავტორო უფლებების მენეჯერი; 2010 წლიდან დღემდე გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ რედაქტორი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი; 2008-2011 წლებში ლიტერატურულ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრი 2013 წლიდან დღემდე არის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისა და თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალის ორგანიზატორი; 2018-2020 წლებში იყო „კანტის აკადემიის“ სპიკერი, 2022 წელს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრებმა არჩევნების გზით ამავე ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.