ანა დოლიძე
იურისტი
დაბადების თარიღი 1979
2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM); 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“ და მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2002 წელს გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში; 2002-2003 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია Save the Children საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე. 2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი. წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს სხავადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიუ-ორკის უნივერსიტეტში, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონის ეკონომოკურ სკოლაში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ ირლანდია), გლაზგოს უნივერსიტეტში;
გამოქვეყნებული აქვს 3 წიგნი და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო, მათ შორისაა ატლანტიკ ბრიუკეს „ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი“ (2009) იყო კორნელის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიანტი, ატლანტიური აკადემიის, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.