სოფიო დოლიძე
ფსიქოლოგი
დაბადების თარიღი 1977
1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო 1998 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1996-1997 წლებში სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში. 1998-2001 წლებში კი -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში და 2009 წელს მიიღო ფსიქოლოოგის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სოფიო დოლიძე აქტიურად მონაწილეობს სხვადსხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებში. 2004-2018 წლებში იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადი უნარების ჯგუფის უფროსი;2018 – დღემდე არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ასოცირებული პროფესორი.