ნინო ჩიქოვანი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1957
1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1982-1988 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მასწავლებელი; 1988-2002წლებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის დოცენტი; 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ "საქართველოს კულტურული რაობა და ცივილიზაციური კუთვნილება ცივილიზაციათა თეორიის კონტექსტში". 2002-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პროგრამების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2006წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორი .
დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის.