მაია ფანჯიკიძე
მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1960
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი. 1983-1994 წლებში იყო თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი, 1988-1994 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი.
1993-1994წწ. გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1994-1997წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1997-2001წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2001-2002წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 2002-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2004-2007წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2007-2010წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2010-2011წწ. გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; "ევროპული სკოლის" და სკოლა "ლოგოსის" გერმანული ენის მასწავლებელი.