რუსუდან ნიშნიანიძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1960
1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1983 წელს ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით. იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918 – 1921 წ.წ.) მთავრობის არქივზე (პარიზ-ლევილი, ჰარვარდი) მომუშავე საგანგებო სახელმწიფო კომისიის წევრი და ასევე, კონსტანტინე გამსახურდიას ,,კოლხური კოშკის“ და არქივის დაცვის კომისიის წევრი. მონაწილეობას იღებს რესპუბლიკური სამეცნიერო სესიებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში.