მიხეილ ქავთარია
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1929
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1954-1957წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბესარიონ ორბელაშვილის შემოქმედება", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "XVII-XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია", დაიცვა 1960 წელს
1958 წლიდან იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. 2014 წელს მან პირადი ბიბლიოთეკა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცა, სადაც გაიხსნა მისივე სახელობის კაბინეტი;
2000 წელს მას გადაეცა ღირსების ორდენი, 2014 წელს კი დიმიტრი ყიფიანის მედალი.