თემურ კობახიძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1952
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1974-1976წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში იყო მთარგმნელი, 1976 წლიდან იყო საზღვარგარეთის თანამედროვე ლიტერატურული პროცესების სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1995-2005 წლებში კი იყო ამავე ლაბორატორიის მეცნიერხელმძღვანელი, 1992-2005 წლებში კი - თსუ დასალვლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი. 2004-2006 წლებში იყო საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. 2014-2022 წლებში კი ამერიკული ლიტერატურის პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის გახლდათ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ფონდის წევრი,ასევე მონაწილება აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფეენციებსა და სამეცნიერო გრანტებში.