ბუბა კუდავა
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1972
1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1993 წლიდან არის ჟურნალ "არტანუჯის" დამფუძვნებელი და რედაქტორ–გამომცემელი; 1994 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ლაბორანტი, მეცნიერ თანამშრომელი;
2000-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი; 2003 წელს დაიცვა ადოქტორო დისერტაცია თემაზე "დასავლეთ საქართველოს ეკლესია (IX-XIსს.)"
2005 წელს გახდა ისტორიის ფაკულტეტის დეკანი. 2006 წელს დაინიშნა ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 2006 -2015 წლებში კი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი;
2003-2005წწ. კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. არის თანაავტორი სასკოლო სახელმძღვანელოსი "ჩვენი სამშობლოს მატიანე" (2003-2008).
2003 წლიდან სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და წევრი.
2003-2012 წწ. ტაო-კლარჯეთში ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი.
2007-2010წწ. საგამომცემლო სერიის — „სამხრეთ კავკასია და ანატოლია“ — სარედაქციო ჯგუფის წევრი