ჯაბა სამუშია
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1971
ჯაბა სამუშია დაიბადა 1971 წლის 15 აგვისტოს. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2000 წელს - edwards lenguage school.
2006-2011 წლებში იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. 2011-2012 წლებში - ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან დღემდე არის სრული პროფესორი. 2010-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2014-2017 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე-სიმაგრეების" სამეცნიერო ხელმძღვანელი, 2018 წლიდან ამავე ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წლის 11 აგვისტოდან კი - ფონდის დირექტორად.
ჯაბა სამუშია არის ქალაქ ტორუნის (პოლონეთი) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალის, "studia orientalne" სამეცნიერო საბჭოს წევრი; ვარშავის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოს – საუნივერსიტეტო მედლის მფლობელი; ავტორია 250-ზე მეტი ნაშრომისა. მონაწილეობდა სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაში და არის არაერთი სალექციო კურსის ავტორი;
მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი გამოცემების მომზადებაში, როგორიცაა: "ქართული დიპლომატიური ლექსიკონი", "ივანე ჯავახიშვილი- ენციკლოპედიური ლექსიკონი", "ქართული საისტორიო ენციკლოპედიური ლექსიკონი", "православная энциклопедия" და სხვა; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე მასშტაბური პროექტი: ივ. ჯავახიშვილის თხზულებათა ხუთტომეულისა და "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" 30 ტომეულის გამოცემა; 2022 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.