კონსტანტინე ფაღავა
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1919
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1982 წლიდან იყო ირანული ფილოსოფიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას, XIX საუკუნის სპარსულ-აზერბაიჯანული და აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურის ურთიერთობების საკითხებს. თარგმნა პირველი სპარსული კომედია "არაბისტანის გუბერნატორი", ავტორია მრავალი ნაშრომისა, მონოგრაფებისა "ნიზამი" (1964), "აზერბაიჯანული და ქართული კულტურული ურთიერთობისათვის" (1966), "მირზა ფათალი ახუნდოვი" (1968), "კრიტიკული რეალიზმის ისტორიის შეწავლისათვის სპარსულ ლიტერატურაში" (1964) და სხვა. 1985 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.