ლუკა ხუნდაძე
ფილოსოფოსი, ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1928
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.
მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში რედაქტორად, მთავარ რედაქტორად (სამედიცინო ლიტერატურის გამომცემლობა, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო"). 1977–1979 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" დირექტორი; 1979 წლიდან საგამომცემლო–პოლიგრაფიული გაერთიანების "განათლების" გენერალური დირექტორი; მის სამუშაო სფეროს წარმოადგენს: ჟურნალისტიკა, საგამომცემლო, სარედაქტორო და მთარგმნელობითი საქმიანობა. თარგმნა მრავალი სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული წიგნი და სახელმძღვანელო. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები