ვახტანგ ხმალაძე
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1947
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1997 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი).
1973-1973 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1993 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერ მუშაკი; 1991-1996 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი " 11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1996-1999 წლებში შპს "სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭოს" იურისტი; 1997-1998 წლებში სს "კომპლექსის" გენერალური დირექტორი; 1998-1999 წლებში ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - აღმასრულებელი საბჭოს წევრი; 1999-2004 წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000-2012 წლებში შპს "თბილისის საარბიტრაჟო პალატა" - პარტნიორი, კოლეგიის თავმჯდომარე; 2004-2005 წლებში სს "დელფი", სს "ბაგები-2002" - მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2005-2007 წლებში ა(ა)იპ "მენაშენთა ასოციაცია", პრეზიდენტი; 2006-2007 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი. 2006-2008 წლებში თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ასოცირებული პროფესორი. 2010-2011 წლებში ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - კოორდინატორი. ვახტანგ ხმალაძე არის ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი.