ლელა ხაჩიძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1957
1979 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მუშაობდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, შემდგომ შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქრისტიანული კულტურის ისტორიის კათედრის გამგედ. 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: " ეფრემ მცირის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა". არის ილია აბულაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.