ზურაბ ხასაია
მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1949
1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.
1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2004 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მრავალი სამეცნიერო სტატია და პოეტური კრებულები. მისი ფილოსოფიური ნაშრომების მთავარი თემაა არსებობის საზრისის პრობლემა, ხოლო ამ პრობლემის მთავარი ასპექტია - ადამიანის არსებობა. კერძოდ, კონკრეტულ არსებობას აზრი არა აქვს, რადგან საფუძველი არა აქვს საკუთარ თავში, ამიტომ აზრი აქვს მხოლოდ განუსაზღვრელ ყოფნას, არარას. შესაბამისად, ადამიანის ცნობიერება, საბოლოოდ, უსაზრისობის გაცნობიერებაა. ჩვეულებრივ, ცხოვრების საზრისი ფიქციაა, ხოლო ნამდვილი, უმაღლესი საზრისი ასკეზაა, სიცოცხლისგან განდგომა, რომელიც იწყება "თავისუფალი ჭვრეტით" და მთავრდება "უმოქმედობით". ამ თვალსაზრისს იგი "მეტაფიზიკურ ნიჰილიზმს" უწოდებს. 1990 წლიდან არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, 1992 წლიდან პროფესორი.