რევაზ ჯიბუტი
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1934
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1957 წელს.
1960-1962 წწ. და 1964-1980 წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, 1962-1964 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1980 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტში ბირთვული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანლად, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კათედრის გამგედ. იგი იკვლევდა მსუბუქი ბირთვების სტრუქტურასა და ბირთვულ რეაქციებს. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორი (1971), პროფესორი (1980).